ევროკავშირი უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ევროკავშირი უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს – ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება, სამწუხაროდ, გაუმჯობესება არ გვაქვს, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, სამხედრო ტყვეების დისკრიმინაციას, ატომური ბომბით და ატომური ენერგოსადგურით მანიპულაციას, ვითარება ძალიან რთულია უკრაინას ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გავაგრძელებთ, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემოგვიერთდება, რაც მნიშვნელოვანია, უკრაინული არმიისთვის დამატებითი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ვგეგმავთ, რაც ამ არმიას კიდევ უფრო ძლიერს და თავდაცვისუნარიანს გახდის”, – თქვა ჯოზეფ ბორელმა.