ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით

ევროკავშირი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. ამის შესახებ მიკრობლოგ “ტვიტერზე” ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

“საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ვითარების შემდგომი ესკალაცია. მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი განახლება, წინაპირობების გარეშე, ერთადერთი გამოსავალია”, – დაწერა შარლ მიშელმა.