ევროკავშირმა მოძებნა გზა, როგორ ჩაანაცვლოს რუსეთის მოქალაქეებისთვის “სავიზო აკრძალვა“

რუსებს, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ხანმოკლე ვიზის მიღება უნდათ, მოუწევთ  უფრო მეტი გადაიხადონ და დამატებით ბიუროკრატიას გაუძლონ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს კომპრომისის სახით ევროკავშირშის წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობის შესამსუბუქებლად.

ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.

ჩეხეთის მთავრობა გამოდის მოწოდებით, მთლიანად შეჩერდეს რუსეთთან და ბელორუსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების მოქმედება პრაღაში, მომავალი კვირისთვის დანიშნულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად აკრძალვის შემოღების წინააღმდეგია.

სამაგიეროდ შეიძლება ამოქმედდეს განსხვავებული მექანიზმი: რუსებს და  ბელორუსებს კვლავ შეეძლებათ მოკლევადიანი ვიზების განაცხადის შეტანა, თუმცა გაიზრდება ვიზის საფასური – 35 ევროდან 80 ევრომდე, და მისი დამუშავებისთვის საჭირო დრო.

“ევროპული ტურისტული ვიზის მიღება – პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება“– უთხრა გასულ კვირას ჟურნალისტებს ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აკრძალვა პირველ რიგში რუსულ ელიტას შეეხება, რომლებიც მოსკოვიდან და სანკტ–პეტერბურგიდან დაგეგმავენ მოგზაურობას.

“ეს არის ხალხი, ვისაც დიდი გავლენა აქვს მმართველ რეჟიმზე“– თქვა კალასმა.

ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილების არარსებობის მიუხედავად ცალკეული ქვეყნები რუსი ტურისტებისთვის აკრძალვის შემოღებას მაინც გეგმავენ. ესენი არიან რუსეთის მეზობლები: ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ფინეთი.