ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
“ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე”- ნათქვამია განცხადებაში.