ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება სვიფტის სისტემიდან რიგი რუსული ბანკების გათიშვის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ბანკები გაითიშება სისტემიდან და როდიდან.
“გარდა ამისა, ჩვენ რუსეთის ცენტრობანკის აქციების პარალიზებას მოვახდენთ. ეს მისი ტრანზაქციების გაყინვას გამოიწვევს. და ეს შეუძლებელს გახდის ცენტრობანკისთვის მისი აქტივების ლიკვიდაცია მოახდინოს“– განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, მისი განცხადებით ევროკავშირი იმუშავებს, რომ რუს ოლიგარქებს ევროკავშირის ბაზარზე მათი ფინანსური აქტივების გამოყენება აეკრძალოთ. “ ყველა ეს ზომა მნიშვნელოვნად დაარტყამს პუტინის შესაძლებლობებს დააფინანსოს მისი ომი. პუტინმა მიზნად დაისახა უკრაინის განადგურება, თუმცა სინამდვილეში ის ამავე დროს საკუთარი ქვეყნის მომავალს ანადგურებს“–თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მოგვიანებით გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ–მ და ევროკავშირმა მოილაპარაკეს სვიფტის სისტემიდან ის ბანკები გათიშონ, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციებში უკვე მოხვდნენ.
“ყველა რუსული ბანკი, რომლებიც უკვე მოხვდნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ, და საჭიროების შემთხვევაში სხვა რუსული ბანკებიც საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა სვიფტიდან გაითიშებიან. ამგვარად, ეს ინსტიტუტები უნდა ჩამოშორდნენ საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებს, რაც მათ გლობალურ საქმიანობას შეზღუდავს“– თქვა მან.
In coordination with ???????????? I will now propose new measures to EU leaders to strengthen our response to Russia’s invasion of Ukraine and cripple Putin’s ability to finance his war machine. https://t.co/iU2waDzo9s
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 26, 2022