ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების შეტანა აკრძალა

ევროკავშირმა აკრძალა რუსეთში ევროს ბანკნოტების ნებისმიერი სახით შესვლა–მიყიდვა, მიწოდება და ექსპორტირება.

ევროს გადატანა რუსეთში ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ორგანიზაციას და სახელმწიფო ორგანოს აეკრძალა, ცენტრობანკის ჩათვლით.

აკრძალვები ძალაში 12 მარტს შედის.

არსებობს აკრძალვიდან გამონაკლისი – შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც რუსეთში მოგზაურობენ და ფინანსებს პირად მოხმარებისთვის იყენებენ.