ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა

გერმანული გამოცემა Welt ევროკომიისის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების 12.5 ევროს ღირებულების აქტივები გაყინა. როგორც გამოცემა იუწყება,  ბრიუსელმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რუსი ოლიგარქების დასანქცირების კუთხით ევროპის მასშტაბით. სანქციები შეეხო იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას. გამოცემა ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ  ამ ეტაპზე 1100-ზე მეტი ადამიანისა და ინსტიტუტის ქონებაა გაყინული, ამავდროულად დაბლოოკილია რუსეთის ცენტრალური ბანკის 196 მილიარდი ევროს რეზერვები და მასთან დაკავშირებული ოპერაციები.

“რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა თითქმის გაორმაგდა, აპრილის 6.7 მილიარდი ევროდან, 12.5 მილიარდ ევრომდე”. -განაცხადა ევროკომისიის  წარმომადგენელმა.

სანქცირებულ ქონებას შორის შედის, იახტები, ვერტმფრენები, ხელოვნების ნიმუშები და უძრავი ქონება.