საქართველომ, პირველმა, ევროკავშირის კანდიდატობის წევრი ქვეყნებიდან, უარი თქვა დაჰყოლოდა ბრიუსელის მითითებებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. ურსულა ფონ დერ ლაიენს, საკუთარი საბრძოლო რეკომენდაციებით, ნეოწარმართული ღირებულებებითა და რუსეთისადმი სულელურად აგრესიული ურთიერთობით, თავაზიანად შესთავაზეს, რომ “ბამბუკი გაებოლებინა” (რედ. – რუსული გამოთქმა რომელიც ნიშნავს არაფრის კეთებას, მარიხუანის მოწევას, ან თამაშგარეთ დარჩენას). მისმა სატრაბახო “ბერკეტებმა”, არჩევნების გაყალბების შესახებ, საქართველოსთან ვერ გაამართლა, იქ არჩევნები მისი სურვილების საპირისპიროდ გაიმართა, მის მიერ ხელდასმული ზურაბიშვილი კი მასში (არჩევნებში) “მოსრიალდა”, თანაც ქარის სისწრაფით.

ევროკავშირს თბილისში მაიდანის გამეორება ვერ გამოუვიდა. და შემთხვევითი არ არის, რომ ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ახლა ევროკავშირს საქართველოსი ეშინია და შურთ მისი ეკონომიკის მდგომარეობის. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე გააკეთა და არა ბრიუსელის ლიბერალურ დიქტატურაზე – და მოიგეს კიდეც.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.