ჩეხეთის ევროპული საკითხების მინისტრის, მიკულაშ ბეკის განცხადებით, უნგრეთის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ევროკავშირში მისი წევრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და თეორიულად შესაძლებელი გახადა ამ ქვეყნის ბლოკიდან გარიცხვა.
“ევროკავშირში ხშირად არის რთული მოლაპარაკებები, და ისინი შეიძლება ბევრმა ქვეყანამ აწარმოოს. ჩემი აზრით, უნგრეთმა გრძელი გზა გაიარა ერთგვარი უფსკრულის ნაპირისკენ, და ახლა უნდა გადაწყვიტოს: ამ უფსკრულის კიდეს მოშორდეს თუ გარისკოს და ჩახტეს. ამ ნახტომის შედეგების შესახებ სპეკულირება არ მინდა“–თქვა ჩეხმა მინისტრმა ადგილობრივ რადიოსადგურ iROZHLAS–თან საუბრისას.