საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი ევროკავშირის სტრუქტურებში დადის და ცდილობს, ხელისუფლებას სანქციები დაუწესდეს.
სააკაშვილის თქმით, სანქციების დაწესებას მისი მცდელობა არ სჭირდება.
“რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. როდესაც დავდივარ ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბოლო ვიზიტის დროს ბირუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსამნმა მითხრა ღარიბაშვილზე ეს არის კლინიკური იდიოტიო, მას ვციტირებ, კლინიკური იდიოტიო”, – ამბობს ექსპრეზიდენტი.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ევროკავშირი დახმარებას აღარ აძლევს, ისინი კი იტყუებიან, რომ არ იღებენ.