Deutsche Welle AFP -ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკომისიამ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი სანქციებს დამატებით 58 ადამიანს უწესებს, მათ შორისაა რუსეთის სამხედრო სამსახურის წევრები და ასევე კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცოლი და შვილები.
პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ეკონომიკური ზომების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმაც ისაუბრა.აღნშნული სანქციების მეექვსე პაკეტი, ნავთობზე, ტელევიზიებსა და ბანკებზე, ასევე სამხედრო ოფიცრებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.