“ევროკომისია ოცნებას უვიზოს შეჩერების ასარიდებლად უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს ” – რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსი რიკარდ იოზვიაკი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ევროკომისიის ანგარიშის შესახებ წერს X-ზე და დოკუმენტიდან შესაძლო ნაწყვეტს აქვეყნებს.
„კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე: “შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ სწრაფად უნდა იმოქმედოს და რეაგირება მოახდინოს კომისიის რეკომენდაციებზე, კონკრეტულად ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით“, — ნათქვამია იოზვიაკის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.