ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, გავაანალიზებთ იმ სამუშაოს, რომელიც უკრაინის აღდენისა და ევროპულ გზაზე პროგრესირებისთვისაა საჭირო” – წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები უკრაინის რეკონსტრუქციასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრებენ.