ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი კიევში ჩავიდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, გავაანალიზებთ იმ სამუშაოს, რომელიც უკრაინის აღდენისა და ევროპულ გზაზე პროგრესირებისთვისაა საჭირო” – წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები უკრაინის რეკონსტრუქციასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრებენ.