”რაღაც უცნაური ტენდენცია შეინიშნება იმ ლიდერებში, რომლებიც არ ეთანხმებიან კოლექტიურ დასავლეთს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ევროკომისარი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედით დაემუქრა. როგორ აფასებთ ამას, ეს კოლექტიური დასავლეთის ახალი პოლიტიკაა?

– მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, რაც რომელიღაც კომისარმა თქვა – იქ ბევრი კომისარია, ისინი იცვლებიან და სულ რაღაცებს ბოდავენ, მაგრამ თუ ყველაფერი ნამდვილად ისეა, როგორც თქვენ ამბობთ – ამას პოლიტიკური ბოდვისა გარდა ვერაფერს ვუწოდებთ, ეს უბრალოდ უმსგავსობაა. სამწუხაროდ დასავლელი საშუალო რგოლის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა განსაკუთრებით ამ მიმართულებით მხოლოდ იზრდება, ჩვენც ხშირად ვეჩეხებით ამას. ეს მხოლოდ სინანულს იწვევს.”

განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რითიც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოექომაგა.

გუშინ, კობახიძემ ევროკომისარი “მუქარაში” დაადანაშაულა, რასაც მალევე ვარჰეის პასუხი მოჰყვა, რომ მათი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო  ამოგლეჯილი.