“ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან”,
ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.