ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან გავრცელებული განცხადება საქართველოში უნდა აღიქვან.
მისი თქმით, განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან.
„მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, 7 ევროპარლამენტარი ითხოვს, შეჩერდეს საქართველოს ფინანსური დახმარება და შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა. მათი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობები საფრთხეშია.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნების და ორი პოლიტიკური საქმის საკითხი.