ევროპარლამენტარები: მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნების და 2 პოლიტიკური საქმის გადაწყვეტა

7 ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებაში შეთანხმების ჩაშლაში მეტწილ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწვეტა, ასევე, რეფორმების გატარება.

“განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ შრომას და მისი წინადადებების გასაჯაროებას მივესალმებით, რამაც მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაზარდა. პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენა არსებითია. ამ დოკუმენტის შინაარსი საქართველოს წინსვლისთვის კარგი საწყისი წერტილია: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პასუხისგებლობის სამართლიანი განაწილება პარლამენტში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა”,– წერია მათ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ითხოვენ საქართველოსთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის შეჩერებას.