“პირველი ტექსტი, რომელიც მომზადდა არის დაბალანსებული და ის ასახავს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ რეზოლუციაში.
ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. რა თქმა უნდა, ისინი არანაირი ნაცმოძრაობის ლობისტები არ არიან, რადგან რესურსი ნაცმოძრაობას არ აქვს, იმისა, რომ მათ ასეთ დონეზე, საგარეო ფრონტზე იმუშაონ. რეალურად, ისინი არიან ერთმანეთის მოკავშირეები, უფრო მეტად ნაცმოძრაობა არის ამ ხალხის მოკავშირე, ვიდრე ისინი ნაცმოძრაობის მოკავშირეები. გამგები გაიგებს ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომლის წარმომადგენლებიც არიან ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში წარიმართება”,
განაცხადა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.