ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ კრემლის მომხრე ჰაკერულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა ორგანიზაციის ვებსაიტზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე.
“ევროპარლამენტის ვებსაიტი დაექვემდებარა დახვეწილ კიბერშეტევას. პასუხისმგებლობა აიღო კრემლის მომხრე ჯგუფმა. ჩვენი IT ექსპერტები ებრძვიან შეტევას და იცავენ ჩვენს სისტემებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოვაცხადეთ. ჩემი პასუხია: #დიდება უკრაინას“, – წერს მეცოლა.
The @Europarl_EN is under a sophisticated cyberattack. A pro-Kremlin group has claimed responsibility.
Our IT experts are pushing back against it & protecting our systems.
This, after we proclaimed Russia as a State-sponsor of terrorism.
My response: #SlavaUkraini
— Roberta Metsola (@EP_President) November 23, 2022
ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ჟაუმ დუჩ გილიომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ვებსაიტის ინგლისურ ვერსიაზე DDOS შეტევა მოხდა და საიტი მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი იყო.
მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად კიბერუსაფრთხოების წარმომადგენლები მუშაობდნენ.