ევროპარლამენტის პრეზიდენტი კვლავ რობერტა მეცოლა იქნება

ევროპარლამენტის პრეზიდენტად კვლავ რობერტა მეცოლა აირჩიეს.  კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა ევროპარლამენტარმა მიიღო, რომელთაგან 562-მა მხარი სწორედ რობერტა მეცოლას დაუჭირა, 61 დეპუტატის ხმა მიიღო ესპანელმა მემარცხენე პოლიტიკოსმა – ირენ მონტერომ.

კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

მან ეს თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში დაიკავა.