ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ჟაუმ დუჩ გილიომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ვებსაიტის ინგლისურ ვერსიაზე DDOS შეტევა მოხდა და ახლა მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია.
მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად კიბერუსაფრთხოების წარმომადგენლები მუშაობენ .
ოთხშაბათს კიბევრშეტევამდე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებს. პარლამენტის ანონიმური წყარომ Euronews-თან საუბრისას კიბერთავდასხმას რეზოლუციას ოფიციალურად ვერ დაუკავშირებს.
„ჩვენზე მოხდა თავდასხმა გარედან, რაც ყველაზე დახვეწილი თავდასხმა იყო უახლეს ისტორიაში. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ მივუთითოთ, ვინ ჩაიდინა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ “ –განუცხადა ევროპარლამენტის წევრმა Euronews-ს ანონიმურობის პირობით.