ევროპარლამენტი საქართველო-უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარების მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტმა, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების ყოველწლიური ანგარიშზე დაყრდნობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, აღიარონ საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივა. რეზოლუციის ტექსტში შესაბამისი ცვლილება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა.

„საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე იმ პირობით, რომ ისინი დაიცვან კოპენჰაგენის ყველა კრიტერიუმს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს,  ადამიანის უფლებებს, უმცირესობათა უფლებებს და დაიცვას კანონის უზენაესობას. ამიტომ, ეროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რათა გააგრძელონ შიდა რეფორმები“. – ნათქვამია განცხადებაში.