ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმეთწლობის შესაზწბ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამ საკითხისადმი ხელისუფლების არაადეკვატური რეაქციის გამო.