”დღეს ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას. რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობასა და სიმართლეს ეფუძნება.
ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მიხეილ სააკაშვილი… ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.