ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
“ცალსახა და ძლიერი პოზიცია ევროპარლამენტისგან. დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს და ასევე გზა უნდა გაიაროს საქართველომ. ეს აჩვენებს ლიდერობას, სიმტკიცეს და ხედვას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში“– დაწერა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ ტვიტერზე.