ევროპარლამენტში რუსი ოკუპანტების მიერ, თამაზ გინტუსი მკვლელობაზე, რეზოლუციას კენჭს უყრიან. შესაბამის ინფორმაციას Twitter-ზე ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ავრცელებს და აცხადებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოლაპარაკებებს გამართავს, რათა გინტურის მკვლელობაზე დაუყოვნებლივი რეზოლუცია მიღონ.
“ეს სასტიკი მკვლელობა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.
პლენარული სხდომის დღის წესრიგი თანახმად, საკითხზე დებატები ხვალ შედგება, ხოლო შემდეგ დოკუმენტს კენჭს უყრიან.
Today I will be negotiating on behalf of the @EPPGroup urgency resolution on the killing of Tamaz Ginturi.
This brutal murder is the direct consequence of Russia’s occupation of Georgian territory.
The EU resolutely supports Georgia’s sovereignty & territorial integrity
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) November 21, 2023