FT-ის ცნობით, TTF გაზის ჰოლანდიური ფიუჩერსი მომდევნო თვისთვის (ეტალონური ევროპული კონტრაქტი) ოთხშაბათს, 28 დეკემბერს, 7,4%-ით დაეცა.
მეგავატსათის ფასმა 76,78 ევრო შეადგინა. ეს ფასი ბოლოს 10 თვის წინ დაფიქსირდა. დღის განმავლობაში ფასი 80,55 ევრომდე გაიზარდა.
აღნიშნავენ, რომ ეს გამოწვეულია გათბობისთვის გაზის მოხმარების შემცირებით ევროპაში თბილი ამინდის ფონზე. შობის დღიდან მოყოლებული ევროპა თავის საწყობებში უფრო მეტ გაზს აგზავნის, ვიდრე იყენებს.
დეკემბერში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ გაზის ფასების ლიმიტის დაწესებაზე. ის 180 ევროს შეადგენს მეგავატ საათზე (მგვტ.სთ), შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებიდან შევა ძალაში.
კრემლმა სანქციებს “ბაზრის მექანიზმის ხელყოფის მცდელობა” უწოდა და საპასუხო ზომების მიღების პირობა დადო. თუმცა, რუსეთის ფედერაციაში გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყეს საუბარი ევროკავშირისთვის იამალი-ევროპის გაზსადენით მიწოდების განახლებაზე.
მანამდე აგრესორი ქვეყანა ევროკავშირს გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუკი „ფასის ლიმიტი“ იქნებოდა დაწესებული. ეს იყო რუსეთის ფედერაციის პასუხი რუსული ნავთობის ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე – 27 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას უცხოურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, თუ ხელშეკრულებები ზედა ზღვრულ ფასს ითვალისწინებს.