როცა ერთი თვის წინ იტალიამ კარანტინი შეწყვიტა, ექიმი ინფქეციონისტი ანჯელო პანი შეშფოთებული იყო. მისი საავადმყოფო, რომელიც კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში მდებარეობს ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შენელების, დაავადების ახალი ტალღისა და მძიმე პაციენტთა ახალი ნაკადისთთვის მოემზადა.
თუმცა ასე არ მოხდა.
იტალიასა და ევროპის დიდ ნაწილში ეკონომიკა ამუშავდა და სოციალიზაციის გარკვეული დონე აღდგა ისე, რომ ჯერჯერობით მძიმე პროგნოზები არ გამართლდა და დაავადებულთა რაოდენობა აღარ იზრდება.
იტალიის ჩრდილოეთით მდებარე პანას ჰოსპიტალმა შეძლო სამი თვის მანძილზე შეწყვეტილი მომსახურებების განახლება საგანგებო მდგომარეობის დროს დამატებული ინტენსიური თერაპიის საწოლების დემონტაჟი.
პარასკევის მონაცემებით მას ბოლო 12 დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი აღარ მიუღია.
“საოცარია, რომ ვირუსის ახალი ტალღა არ დაიწყო.“ – ამბობს ექიმი პანი, რომელიც კრემონეს საავადმყოფოში ინფექციური დაავადებების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
მილანელი და ბერლინელი ვირუსოლოგელბი უკვე ოპტიმისტურად ალაპარაკდნენ ევროპის შესაძლებლობებზე პანდემიას გაუმკლავდეს. ისინი ამბობენ, რომ მინიმუმ ზაფხულის განმავლობაში კონტინენტზე შესაძლოა მხოლოდ ლოკალიზებული და შეკავებადი ცხელი წერტილები გაჩნდეს.
ევროპული გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში დღემდე არსებული, იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვების სკოლაში წასვლა, რესტორნების გახსნა და მასობრივი საპროტესტო აქციებიც კი ღია სივრცეში ვირუსის აუცილებელ დაბრუნებას არ იწვევს.
თუმცა, მეცნიერები ასევე აღიარებენ, რომ ამ ვირუსის თავისებურების შესახებ ბევრი რამ არ იციან. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ გაიგონ, რატომ იქცევა ის ევროპაში ასე, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია და რას ნიშნავს ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის.
ბევრი ინფექციონისტი და ექსპერტი ამბობს, რომ ქცევის ხანგრძლივი ცვლილება – დაწყებული ხელების ხშირი დაბანიდან, ნიღბების ტარებით დამთავრებული, შესაძლოა თავისთავად ევროპაში ვირუსის გავრცელების არსებითად შეზღუდვის მიზეზი გახდეს. მათი აზრით ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა, რომელიც ისევ გრძელდება, სავარაუდოდ “სუპერ სპრედერების“, ანუ ვირუსის ყველაზე მეტად გამავრცელებელი ადამიანების მიერ მიყენებული ზიანის შემცირებას იწვევს.
ისინი იმასაც ამბობენ, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულებით დასტურდება ვირუსის სეზონურობა – უკანდახევა ტემპერატურის ან სხვა კლიმატური პირობების გამო. თუმცა, მაღალი ტემპერატურა ვირუსს არ აჩერებს. ის უბრალოდ ვირუსთან ბრძოლაში გვეხმარება.
ევროპელები თანდათანობით ადაპტირდნენ მუდმივ გაფრთხილებებთან, რომ ვირუსი დიდწილად დახურულ შენობებში გადადის – რომში პარკები და ღია რესტორნები სავსეა, სამაგიეროდ შენობის შიგნით მდებარე მაგიდები ცარიელია. ამ რეკომენდაციის დაცვა თბილ ამინდში უფრო ადვილია.
გერმანიაში დახურულ შენობებში გამართულმა არცთუ ხალხმრავალმა შეხვედრებმა პატარა აფეთქებები გამოიწვია, იმ დროს, როცა ღია სივრცეში ხალხმრავალ დემონსტრაციებს კარანტინის წინააღმდეგ რამდენიმე ქალაქში რაიმე შესამჩნევი შედეგი არ გამოუწვევია. არადა მიტინგებზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ბერლინში მდებარე გუმბოლდის უნივერსიტეტის პროფესორი, დირკ ბროკმანი ამბობს, რომ ვირუსის გადაცემა შენობების მიღმა, ღია სივრცეშიც შეიძლება მოხდეს, თუმცა იშვიათად. პროფესორი ბროკმანი დაავადებების მოდელირებას აკეთებს კოხის ინსტიტუტის და დაავადებებთან ბრძოლის ფედერალური სააგენტოებისთვის.
“როდესაც კლუბში ხარ, ასობით ადამიანი ცეკვავს, სუნთქავს, ყვირის დახურულ სივრცეში – ეს სულ სხვა საქმეა“– ამბობს პროფესორი.
ერთი უდაო თეორია, რომელის შესახებაც გასულ კვირას ორმა იტალიელმა ექიმმა განაცხადა, იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსი დასუსტდა ან ნაკლებ აგრესიული გახდა. ჯანდაცვის ბევრი ჩინოვნიკი ამ თეორიის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ არ არსებობს გადამოწმებული მტკიცებულებები, რომლებიც ამ ცვლილებას დაადასტურებდა და რომ სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველდღიურად კვლავ რამდენიმე ათასს აღწევს.
ამის მიუხედავად, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი სულ უფრო ნაკლებად მომაკვდინებელი ხდება.
რომის უნივერსიტეტის მოლეკულარული ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მასიმო ჩიკოცი ამბობს, რომ მისი ლაბორატორია შეისწავლის, როგორ შეიძლება მომხდარიყო ვირუსის მუტაცია. თუმცა ის ამბობს, რომ არის სხვა მიზეზებიც, რის გამოც სერიოზული პნევმონიები შესაძლოა სულ უფრო ნაკლება განვითარდეს. მათ შორის არის მკურნალობის ახალი მეთოდების უფრო ხშირი გამოყენება. სხვა ექსპერტები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ ბოლო დროს უფრო ხშირად კორონავირუსით ახალგაზრდები ავადდებიან.
უკვე დაგროვდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ “ვირუსული დატვირთვა“ ინფექციის სერიოზულობაზე და სიმძიმეზეა დამოკიდებული და რომ საზაფხულო გადაცემები სუფთა ჰაერზე შესაძლოა დაავადების უფრო მსუბუქი ფორმების მიზეზი გახდეს.
“ეს თითქოს ძალიან დიდი, უზარმაზარი ფაზლია. ყოველ დღე რაღაც ახალ ნაწილს პოულობ“– ამბობს ჩიკოცი.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იტალიაში ინფექციის დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა არა მხოლოდ დარეგულირდა, როგორც აშშ–ს ზოგიერთ შტატში, არამედ მუდმივად იკლებს.
იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 400–მდე შემცირდა. არადა აპრილის დასაწყისში ის პიკზე იყო და 4000–ს აღწევდა. გერმანიაში ბევრი ჯგუფი, რომელიც კონტაქტების მოძიებისთვის შეიქმნა, უსაქმოდ ზის და ახალ ინფიცირებულებს ელის. ბელგიაში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა იყო, საავადყოფოები თავისუფლდება და ექიმების არაფერს იტყობინებიან რაიმე გრიპის მაგვარი სიმპტომებიანი პაციენტების უჩველო გააქტიურებაზე.
ბელგიის ჯანდაცვის ორგანოების კონსულტანტი პანდემიის საკითხებში, ვირუსოლოგი სტივენ ვან გუხტი ამბობს, რომ ის ვარაუდობდა ციფრების დასტაბილურებას და შესაძლოა ოდნავ ზრდასაც კარანტინის მოხსნის შემდეგ და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს მეორე ტალღის საშიშროება , როგორც ეს ასი წლის წინ მოხდა – ზამთარმა 1918 წლის გრიპის პანდემიის კიდევ უფრო მომაკვდინებელი დაბრუნება გამოიწვია.
დღემდე ევროპა ბოლომდე არ გახსნილა: საერთაშორისო რეისები და ტურიზმი ძირითადად შეჩერებულია. ზოგიერთ ქვეყანაში კი სკოლები არ გახსნილა. ძველებურად მიდის კამათი იმის შესახებ, რამდენად გონივრულია ამა თუ იმ დაწესებულების გახსნა, საბავშვო ბაღებიდან დაწყებული თეატრებით დამთავრებული.
როგორც კი საზოგადოება კვლავ გააქტიურდება, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელების საფრთხეს გაზრდის, საჭიროა ერთი–ორი კვირის გასვლა, სანამ სიმპტომები გამოვლინდება და კიდევ ერთი კვირა, სანამ ვიღაცას საავადმყოფოსთვის მიმართვა დაჭირდება.
პოლიტიკოსები ჯერჯერობით პირველად სურათს ხედავენ, თუ როგორ რეაგირებს ევროპა ეკონომიკის გააქტიურებაზე, თუმცა სურათი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ევროპის კონტინენტის მიღმა კი ზოგიერთი საგანგაშო სიგნალი შეინიშნება: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეზღუდვების შესუსტების შემდეგ ახალი დაინფიცირების შემთხვევების ზრდა აღინიშნა.
ევროპელი ექსპერტები ამბობენ რომ კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიდეს, სანამ ისინი ვირუსის დამარცხებაზე ალაპარაკდებიან. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ ევროპა ზაფხულს ინფექციის მკვეთრი აფეთქებების გარეშე გადაივლის, რადგან ადამიანები სიფხიზლეს დაკარგავენ და ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდებიან, რამაც თავდაპირველად ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას.
ჯანმოს გენერალური დირეტორის თანაშემწე, რანერი გერა ამბობს, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, თუმცა დიდი მსხვერლით, ვირუსი კი კვლავ ცირკულირებს.
საფრანგეთი ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა არა სტაბილურად. საფრანგეთის ნაციონალური სამეცნიერო საბჭოს მეთაური, ჟან ფრანსუა დელფრესი ამბობს, რომ ამის მიუხედავად ზოგადი ტენდენცია ახალი შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებაა.
“ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ვირუსი კონროლს ექვემდებარება. ის კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, ზოგიერთ რეგიონში, თუმცა ნელა ცირკულირებს.“ თუ მარტში და აპრილში საფრანგეთში ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი ინფიცირებულის გამოვლენა ხდებოდა, მაისში ამ რიცხვმა თანდათან იკლო, მაისის ბოლოდან კი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 500-ს აღარ აღემატება.
ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში პატარა, მაგრამ მართვადი ინფიცირებულთა კლასტერები გამოვლიდნა. ერთ–ერთი მათგანი ნაკლებად დასახლებულ იტალიურ რეგიონ მოლიზში დაკრძალვას უკავშირდებოდა. ესპანეთში წვეულებებთან დაკავშირებული რამდენიმე კლასტერი გამოვლინდა. გერმანიაში რამდენიმე აფეთქება მოხდა ხორცკომბინატებში და დახურულ შენობებში გამართული შეკრებების შედეგად.
ბოლო ასეთი აფეთქება მოხდა ქალაქ გეტინგენში, ქვედა საქსონიაში კერძო ოჯახური წვეულებების შედეგად. გამოვლინდა დაინფიცირებულთა 36 კაციანი ჯგუფი. დაინფიცირების კერად იქცა ჰოკან ბარი, რომელიც დადგენილი სანიტარული ნორმების დარღვევით მუშაობდა. შედეგად 300 –ზე მეტი ადამიანი კარანტინში მოხვდა.
44 დაინფიცირებულისგან შემდგარი ჯგუფი გამოვლინდა ქალაქ ბრემენჰევენში 24 მაისს გამართული საეკლესიო მსახურების შემდეგ. უფრო დიდი აფეთქება – 200 ინფიცირებულით მოხდა ფრანკფურტის ეკლესიაში გამართული წირვის შედეგად. მოგვიანებით ეკლესიამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ეკლესიაში სიმღერა დაუშვა და დამსწრეთათვის ნიღბები არ მოუთხოვია.
“ინფექციის ეს ჯაჭვი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ინფექცია, თუ ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში შეიკრიბება. მოვუწოდებ ყველას პირადი პასუხისმგებლობისკენ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ვირუსს და მუდმივად დავიცვათ დისტანციის და ჰიგიენის წესები“– ამბობს ფრანკფურტის ჯანდაცვის დეპარამენტის მეთაური სტეფან მაიერი.
თუმცა ზემოთჩამოთვლილი კლასტერები არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ვირუსის შემცირების ზოგადი ტენდენცია დაერღვია. ბოლო კვირის მანძილზე გერმანიის 93 ოლქში ახალი ინფექცია არ დაფიქსირებულა. ეს ქვეყნის მეოთხედია. ეს ტენდენცია ქვეყნის წამყვან ვირუსოლოგებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ გერმანიას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, შეუძლია მეორე ტალღა საერთოდ აიცლოს თავიდან.
“იყო გაფრთხილება მეორე ტალღის შესახებ, მაგრამ ჩვენი აზრით ეს არ მოხდება რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ ჯერ კიდევ ვიცავთ სოციალური დისტანციის და ჰიგიენის წესებს, და როდესაც ვხედავთ შედარებით მსხვილ აფეთქებებს და ცხელ წერტილებს, მაშინვე ვერთვებით საქმეში და ვირუსზე კონტროლს ვამყარებთ.“– ამბობს ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ჰენდრიკ სტრიკი.
ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ კარანტინი მარტიდან დაიწყო და ეკონომიკური აქტივობა შეაჩერა. ამ ზომებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში როგორც ჩანს ვირუსის გადაცემა შეაჩერა მისი გავრცელების რეგიონებში და განგაშის სიგნალი გახდა მოსახლეობისთვის.
ჯანდაცვის ჩინოვნიკები კი, იმის გამო რომ შეზღუდვების შემცირებას ვირუსის ახალი აფეთქება არ მოყვა, ალაპარაკდნენ იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა თავიდანვე ზოგიერთ შეზღუდვაზე უარის თქმა.
“ის ფაქტი, რომ დღემდე მსხვილი აფეთქებები არ გვქონია, უჩვენებს, რომ კარანტინი ვირუსის გავრცელების შემცირების სტრატეგიის მხოლოდ ნაწილი იყო და არა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. “ – ამბობს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირეტორი კამილა სტოლტენბერგი, რომელიც ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.
ნორვეგიამ საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენა აპრილის ბოლოდან დაწყო. თუმცა ამას ინფიცირების ზრდა არ მოყოლია.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ სკოლების დახურვა სწორი არ იყო და ეს სფერო უნდა გადაიხედოს. ის ამბობს, რომ მისი რჩევა სკოლები არ დაეხურათ მარტში უარყოფილ იქნა.
“უნდა დავფიქრდეთ, მართლაც იყო თუ არა ეს საჭირო. ახლა ვხედავთ, რომ სკოლების გახსნის შემდეგ ჩვენთან არანაირი აფეთქება არ ყოფილა“– ამბობს ის.
იატლიაში გამოცხადებული კარანტინი დასავლურ სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი იყო. ჯანდაცვის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ამით გადატვირთულ საავადმყოფოებს სტაბილიზირების სწრაფი შესაძლებლობა მისცეს. დღეს კორონავირუსთან მებრძოლი ექიმებიც თვლიან, რომ ყველაზე ცუდი უკვე წარსულში დარჩა.
“ჩვენ კოშმარიდან გამოვედით“ – ამბობს ექიმი ბორგი ქალაქ მოდენადან. მისი თქმით, შეიძლება მეორე ტალღა იყოს, თუმცა თუ ეს მოხდება, საავადმყოფოები მას მზადყოფნაში დახვდებიან, რადგან თვითორგანიზებისთვის საკმარისი დრო აქვთ.