ევროპაში კი არა, სახლებში არ ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მას ქვეყანა რუსეთისკენ არ მიჰყვას.

მისი განმარტებით, მეუფე ანტონიმ საზოგადოების ქცევა გააკრიტიკა.

“მეუფე ანტონს ყველა იცნობს. რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა. უბრალოდ იმან თქვა, რომ როგორც ჩვენ ვიქცევით, სირცხვილია ასე შესვლა ევროპაში. ევროპაში კი არა სახლებში არ ვართ შესასვლელები ისე ვიქცევით. პატრიარქმაც და სინოდმაც განაცხადა დასავლური კურსი, ბევრს ნუღარ ვლაპარაკობთ. ქართულ ეკლესიაზე დგას ჩვენი ქვეყანა 2000 წელია, ეკლესიას ქვეყნისთვის არ უღალატია და ვის ინტერესებში შედის ეკლესიაზე შეტევა და ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს, კარგად ჩანს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მიტროპოლიტმა ანტონიმ ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი და რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

,,ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ეს არის ევროპის ფასეულობა, ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა”,- თქვა მან ქადაგებისას.