“ევროპა არ არის ბუნებრივი აირის ერთადერთი მომხმარებელი. ასევე, ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ბუნებრივი აირი სჭირდება. არსებობენ რეგიონები, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფი ტემპით ვითარდებიან, მათ შეუძლიათ აანაზღაურონ ევროპისგან შემცირებული მოთხოვნა რუსულ გაზზე”

ამის შესახებ, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპისგან ენერგორესურსებზე მოთხოვნის შემცირება რუსულ ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს.