”ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, ევროპარლამენტზე ვიძახი, რა. და ევროპარლამენტიდან წავიდა, რაც წავიდა. რას ვგულისხმობ და ევროპა რომ მართალი იყოს ჩვენთან მიმართებით, ახლა როდესაც უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმადპატივცემული პარლამენტარი და იქიდან ათი მაინც იტყოდა, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, იქნებ დაჯდეთ, ერთად დაჯდეთ, და ისე მიხედოთ, დავაწყნაროთ სიტუაციაო.
არ გამოუვიდათ. ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი მიღება არც უნდოდათ, პირდაპირ გეუბნებით, უკრაინის გარდა არავის მიღება არ უნდოდათ. ჩვენთან უბრალოდ ეგ თემა პოლიტიკური ტემპერატურის აწევისთვის გამოიყენეს ბოლომდე, ჩვენებმა თუ იმათმა.”
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა