“ევროპა ისევ არაფრის აზრზე არაა “- ასე ეხმაურება, ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.
„მე უფრო მარტივად ვიტყოდი – ევროპა ისევ არაფრის აზრზე არაა, სამწუხაროდ, და ამავდროულად საბედნიეროდაც, იმიტომ, რომ სულ მასეა ეგა და მივეჩვიეთ ამასობაში მთელი მსოფლიოც“, – წერს მიშა მშვილდაძე
ცნობისთვის, დღეს 16 მარტს, ჟოზეფ ბერელმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობრივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეუთოს შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი.