ევროპა კარანტინის შემსუბუქების შემდგომი ეტაპისთვის ემზადება

ევროპული ქვეყნები კარანტინის შემსუბუქების შემდომი ეტაპისთვის ემზადებიან და სიფრთხილის ახალ ზომებს იღებენ. დიდ ბრიტანეთში 15 ივნისიდან საცალო ვაჭრობის ობიექტები იხსნება, რაც იმას ნიშნავს რომ მალე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაკადი გაიზრდება. ხელისუფლების განკარუგლებით ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალლდებულოა.

ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს:

“ჩვენ არ მოვითხოვთ ქირურგიული ნიღბების ტარებას. ისინი პირველ რიგში ექიმებს და ავადმყოფებს ჭირდებათ. ნიღაბი შეიძლება თვითნაკეთიც იყოს. მთავარია მათ  სახე დაფარონ. ამასთან, პატარა ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვთ შეუძლიათ ნიღაბი არ გაიკეთონ. მთლიანობაშ, ახალი წესები მგზავრებისთვის არაფრით არ განსხვავდება იმისგან, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში მიღეს.“

გუშინ ბრიტანეთში, რომელიც მსოფლიოში ამჟამად გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს, სპეციალური კონფერენცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა 7.5 მილიარდი ევრო შეაგროვეს მალარიის და პნევმონიის ვაქცინებისთვის, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების 300 მილიონ ბავშვს ჭირდება.

იტალიაში კი კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. რეგიონების უმრავლესობაში ბოლო დღეღამის განმავლობაში 5–ზე მეტი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ კვლავინდებურად უცნობია, რამდენი ადამიანია დაავადებული სინამდვილეში. იტალიელთა უმრავლესობას ხომ ჯერჯერობით ტესტირება არ გაუვლია.

საფრანგეთში პანდემიის გამო ბასტილიის აღების დღე ტრადიციული სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაივლის. თუმცა სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები პარიზის ცაში მაინც გამოჩნდებიან და ეროვნული დროშის ფერებს გამოსახავენ. წელს ზეიმის მთავარი გგმირები ექიმები იქნებიან, თუმცა მოკრძალებულ ფორმატში.

მონაკოში ცდილობენ ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნონ აზარტის ადგილობრივი ტრადიციები. ცნობილ კაზინოებში თამაში შეიძლება, თუმცა მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვით. სათამაშო მაგიდების და ავტომატების დეზინფექცია მინიმუმ დღეში ორჯერ ტარდება.