აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის პარვიზ შახბაზოვი განცხადებით, აზერბაიჯანს ევროპისა და თურქეთისთვის საკმარისი გაზი აქვს. რპგპრც მინისტრმა განაცხადა, აზერბაიჯანს არ შეუძლია ევროპაში გაზის მიწოდების სწრაფად გაზრდა, როგორც ეს თურქეთისთვის გააკეთა, რადგან ამისათვის მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.
“აზერბაიჯანს აქვს ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგები. კასპიის ზღვაში ჩვენი მარაგები აღწევს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია, რათა დიდი ხნით უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყანა, თურქეთი და ევროპა”, – განაცხადა მინისტრმა.