ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, შარლ მიშელი 28 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდში მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ესტუმრება.

მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან.

გარდა ამისა, განცახდებაში ევროსაბჭოს ვებგვერდზე წერია, რომ ის “ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთანაც” ჩავა.

23 თებერვალს შარლ მიშელს ექვსმა ევროპარლამენტარმა წერილით მიმართა და თხოვა, საქართველოში წაახალისოს პრავალპარტიული დიალოგი. ევროპარლამენტარებმა მას მიწერეს, რომ არსებობს რისკი, საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან.