ავსტრია იმ ქვეყნების რიგშია, ვინც კორონავირუსს კარგად გაართვა თავი. ქვეყანაში 14 000–ზე ოდნავ მეტი დაინფიცირებულია, გარდაცვლილია 360 ადამიანი. უკვე ჩატარდა 150 000 ტესტი. ხელისუფლება აპირებს თანდათანობით ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნოს.
კვირის დასაწყისიდან ქვეყანაში მუშაობს პატარა მაღაზიები. გაიხსნება პარკები.
იზოლაციიდან თანდათანობით გამოსვლის პარალელურად ეპიდემიის ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად სავალდებულო იქნება ნიღბების ტარება.
გერმანიამ მოქალაქეების ტესტირების ტოტალური სისტემა ააწყო. ამჟამად ტესტირებულია 1 300 000 მოქალაქეზე მეტი. გამოცხადებული იზოლაციის ზომები ამ კვირას იწურება.
ოთხშაბათს ფედერალური მთავრობა კონსულტაციებს გამართავს შესაბამის სპეციალისტებთან მეცნიერებათა აკადემიიდან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ყველაფედერალური მიწის მეთაური. დისკუსიის შედეგად გადაწყდება, მოხსნიან თანდათანობით კარანტინს თუ გააგრძელებენ.
გერმანიის მსგავსი სიტუაციაა დანიაში. კვირის დასაწყისიდან აქ საბავშვო ბაღები გაიხსნა. სწავლას უბრუნდებიან 11 წლამდე ასაკის ბავშვები. ამუშავდა ზოგიერთი ისეთი ბიზნესი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის კატეგორიას არ მიეკუთვნება.
ჩეხეთში საკარანტინო ზომები 19 მარტს შემოიღეს. 7 აპრილიდან კი ხელისუფელბამ მათი ოდნავ შესუსტება გადაწყვიტა და მოსახლეობას უფლება მისცა ქუჩაში გამოვიდეს ნიღბების გარეშე, სხვადასხვა დანიშნულებით, გარდა სპორტული მიზნებისა, რაც მანამდე იყო ნებადართული.
უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნების მოთხოვნა ისევ ძალაშია.