ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
ხვალ ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის საოკუპაციო ხაზს მოინახულებს.