ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე დავით ბაქრაძე შეცვალა, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 2 თვის წინ გააკეთა. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იქნება. გენერალური მდივანი – აკაკი ბობოხიძე. საგარეო პოლიტიკური მდივანი – გიორგი კანდელაკი.