ევროპული საქართველოს პოზიციაში არაფერი არ იცვლება -ბოკერია

“ევროპული საქართველოს პოზიციაში არაფერი არ იცვლება”- ასე გამოიეხმაურა  ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემაჯამებელ პრესკონფერენციას სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ ბოიკოტი “იგივე ფილმის ყურებას ჰგავს”.

“ევროპული საქართველოს პოზიციაში არაფერი არ იცვლება. ჩვენი პოზიცია არის მყარი და არაფერი არ შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან საყურადღებო იყო ის გზავნილი, რაც ჰქონდა ვიზიტისას მდივან პომპეოს, რა თემაც იყო მისთვის წუხილის საგანი.რაც შეეხება ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს სწორად, ამ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია. შეერთებული შტატები იმით განსხვავდება და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სწორედ იმიტომ არის, რომ ასე არ დგას საკითხი, რომ მიუთითონ რომელი გზა უფრო სწორია და ამაზე რაიმე მითითება, ან ინსტრუქცია მისცენ ვინმეს, ან მთავრობას, ან ოპოზიციას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.