“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

გორში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს ლევან თარხნიშვილს და მისი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ.  ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მოხდა.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლის თქმით, პარტიის პლაკატებზე იყო გადაკრული ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატები, ხოლო როდესაც ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ამ ფაქტის ამსახველ კადრებს იღებდნენ, ამ დროს რამდენიმე ქართული ოცნების წარმომადგენელი მიცვივდა მათთან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდა 6-7 ადამიანი, რომლებიც შეზარხოშებულები იყვნენ. იქვე არის კედელი, სადაც ევროპული საქართველოს პლაკატებზე გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატები იყო გადაკრული. არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო დამკვირვებლები გვთხოვენ, რომ ასეთ დროს გადავიღოთ სურათი. გორის ორგანიზაციის თავმჯდომარეომ ეთერ ჯალაღონიამ მათი პლაკატის ხელით აწევა სცადა, რომ ქვემოთ ჩვენი გამოჩენილიყო და სურათი გადაეღო, რა დროსაც 6 მამაკაციდან ერთ-ერთმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ეთერს და შემდეგ ყელში სწვდა და სათვალე გაუტეხა. კადრები არსებობს, ჩვენ ვცდილობთ მათ ამოცნობას. იგივე ადგილზე 1 კვირის წინ ინციდენტი ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასაც. შესაძლებელია, ეს ხალხი პროვოკაციისთვის მოგზავნილები იყვნენ,” – ამბობს ლევან თარხნიშვილი.