”ევროპული საქართველოს” წევრი არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს

ვანის მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

“რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ ევროპული საქართველოს ვანის ორგანიზაციის წევრი კობა ძაგნიძე არასრულწლოვნის მიმართ იძულების ბრალდებით დააკავეს. ბრალდება მძიმეა, ევროპული საქართველო ერკვევა საქმის დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედებს”-ნათქვამია განცხადებაში.