“პარტია “ევროპული საქართველო” დავიჯერო ყველა ერთად გა********ით?”,- ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის წევრი ბადრი შუბლაძე ევროპული საქართველოს მიერ მოქალაქეებისთვის მიწერილ სმს-ებს.
სმს-ის შინაარსი ასეთია: ” არა ივანიშვილს! არა სააკაშვილს პრემიერად! გარდამტეხი ცვლილებების დროა!”
“არავინ დარჩა თქვენს რიგებში ისეთი ჭკუა, რომ მოეკითხოს? მიხეილ სააკაშვილის და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვა-გინებით გინდათ ამომრჩევლების ხმების მოპოვება? თუ ამომრჩეველიც თქვენსავით გა*********ლი გგონიათ? თუ გგონიათ, ძალიან ცდებით”,- წერს ბადრი შუბლაძე.
მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში ნაციონალების ხმებით შესვლაზე და პარტიის ახევის მცდელობაზე თვალი დახუჭა და ჩატეხილი ხიდის შეკეთება დაიწყო, თუმცა, როდესაც ხიდის აღდგენა დასასრულს მიუახლოვდა, ევროპული საქართველო ისევ ანგრევს რუდუნებით დაწყებულს.
“რომ არ გიცნობდეთ, რა განათლება გაქვთ, ვიტყოდი მართლაც გა**********ენ, მაგრამ არა – არ მინდა დავიჯერო, რომ ვიღაცის დაკვეთას ასრულებთ!
გონს მოეგეთ ვიდრე გვიან არ არის!
მიშას ლანძღვა-გინებით ამომრჩევლის ხმებს ვერ მოიპოვებთ!
თუ დიდ ავიაციაში არა ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენზე ნაკლები განათლება მაქვს.
პოლიტიკური განათლება თქვენზე მეტი, ჩემი ბაბუები იასონ ჩაჩუა, მამის დედის ძმა დაბადებული ვანი- ჭყვიშში, გაზრდილი გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეებთან ერთად, ნექტარ შუბლაძე მამის ბიძა, თეოფანე ვერულაშვილი დედის მამა, ნოე ჟორდანიას თანამებრძოლი ყველანი 1937 წელს რეპრესილებულები.
#გონსმოუხმეთ”,- აცხადებს შუბლაძე.
ენმს წევრი ასევე აღნიშნავს, რომ
მიუხედავად გაბრაზებისა, ვაკეში ელენე ხოშტარიას ის და მისი ოჯახი ხმას მიცემენ, რადგან “გაბრაზება არ ნიშნავს პრინციპების ღალატს!”.