პარტია ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი პარლამენტში პრემიერმინისტმა გახარიამ უნდა წარადგინოს.
მისი თქმით, აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს, თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ასი ათასობით ადამიანის მდგომარეობაზე.
,, აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, როგორ იქნება გამოყენებული და როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობა, როგორ გამოსწორდება ის ხარვეზები, რომლებიც ყველამ დავინახეთ წინა თვის საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას და რაც მთავარია, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ ეხმარება მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლებში გამოკეტილ ასობით ათას ადამიანსა და ოჯახს, ვისი ეკონომიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა”,- ამბობს ბაქრაძე.
მისივე თქმით, არის უამრავი კითხვა, რომელთაც პასუხი პრემიერმა უნდა გასცეს. მთავარი კი არის ის, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა, როგორ ეხმარება მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახლებში გამოკეტილ ასობით ათას ადამიანს და ოჯახს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო დამძიმდა.
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა დღეს იწურება.
მთავრობამ 10 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მოიხსნება თუ არა მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და სხვა შეზღუდვები.