ევროპული საქართველო მცხეთა-მთიანეთში ლეიბორისტების კანდიდატს დაუჭერს მხარს

ევროპული საქართველო მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერს. დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დუშეთში პარტიის მხარდამჭერებს, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი წარუდგინა.

“ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩევნები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება”, – თქვა დავით ბაქრაძემ.

მისი განცხადებით, ნათელაშვილისთვის მხარდაჭერის მიზეზი ის არის, რომ ხმებია არ გაყოფილიყო და ამით ბიძინა ივანიშილს არ ესარგებლა.