უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარტია “ევროპული საქართველო” აღარ არსებობს.
მისი თქმით, პარტია დემოკრატიას გაემიჯნა.
“მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ დემოკრატიული პროცესების მონაწილე და გაემიჯნენ დემოკრატიას. შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც ამ პარტიის მიმართ. ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, მათთან ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე. „ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ეს არის ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი“, – თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ. ტარიელ ნაკაიძემ პარტია დატოვა და პარლამენტში ინდივიდუალურად აპირებს შესვლას.