„თუ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ეს ქართული სტანდარტი არ არის – ეს ევროპული სტანდარტია! ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება![…] ეს აკრძალვა იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც თავისუფლად შეიძლება ისეთი პროვოკაცია ჩაიდინოს, რომელიც საქართველოს ისეთ სისხლისღვრასთან მიიყვანს, რაც მაიდანზე ვიხილეთ და ვერც გაიგებ, ვისი გამოგზავნილია და ვისი მითითებით მოქმედებენ პროვოკატორები. ნიღაბი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას“,
ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა.