გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განხილვაში მიიღო.
“ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი”, – წერს მამალაძე.
ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.