უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისთვის ჩამორთმეული ქონება უკრაინის სახელმწიფო ფონდს გადაეცა.
“უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ. ანუ ამ გზით უკრაინა ზარალს თავად აგრესორების ხარჯზე აანაზღაურებს” – თქვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ