ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს, პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე ჩაეძინა. ამის ამსახველ ვიდეო-კადრებს ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთისწინ “ქართული ოცნების” პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის კაბინეტს მხარდაჭერა გამოუცხადა.მე-10 მოწვევის პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა დაამტკიცეს. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიემინისტრი უკვე მეორედ გახდა.